GE EN
სხვა სიახლეები
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგ...

რობინ პეიჯის ხელმძღვანელობით „ბენტლის“ დიზაინის გუნდმა ქრიუს ცენტრში შექმნა ელეგანტური SUV, რომელიც ბრენდის დიზაინში ახალ ეტაპს გვთავაზობს, თუმცა, ამავდროულად, „ბენტლის“ დამახასიათებელ სტილსა და მემკვიდრეობას ერთგულად ინარჩუნებს.რობინ პეიჯი, „ბენტლის“ დიზაინის დირექტორი: „ახალ მოდელზე მუშაობისას ვითვალისწინებთ იმას, თუ როგორ აღვიქვამთ ადამიანები ობიექტს ბუნებრივად. არსებობს გარკვეული იერარქია იმისა, რასაც პირველად ვხედავთ და შემდეგ ვაცნობიერებთ. ამ პრინციპს აღქმის ოთხ ეტაპს ვუწოდებთ“.ავტომობილის პროპორციები მალევე მიგახვედრებთ, რას ნიშნავს „ბენტლის“ მემკვიდრეობა: თვლების გრძელი ბაზა, მოკლე განაკიდები და სიამაყის გამომხატველი წინა მხარე Torcal-ს მძლავრ იერსა და თამამ ელეგანტურობას ანიჭებს. დიზაინში „ბენტლის“ საკულტო მოდელების, განსაკუთრებით Continental GT-ს, ელემენტებსაც აღმოაჩენთ. განათების ინოვაციური ტექნოლოგიებითა და ალმასების დიზაინში გადაწყვეტილი ცხაურით ავტომობილის სახე სრულიად ახლებურადაა ინტერპრეტირებული, უკანა მხარეს კი დახვეწილი მინიმალიზმი გამოარჩევს.დიზაინის მესამე ასპექტი ავტომობილის მთლიანი ფორმაა - Torcal ნებისმიერი პერსპექტივიდან ელეგანტურად გამოიყურება. დიზაინზე მომუშავე ჯგუფმა უარი თქვა ზედმეტ, არასაჭირო ხაზებზე და ავტომობილს ემოციური და მკაფიო გარეგნობა მიანიჭა. მეოთხე ასპექტი კი ხელით შესრულების ბრიტანული, ნატიფი ხელოვნებაა.ამგვარი ფილოსოფია ინტერიერშიც გრძელდება. ხელსაწყოთა პანელი „ბენტლის“ ფრთების შთაგონებითაა შექმნილი და დიზაინის ელემენტების სიმეტრიულობით გამოირჩევა. ზედაპირებზე შეხვდებით ავთენტიკურ მასალებს - ტყავს, შალსა და ალუმინს. ცენტრალურ კონსოლსა და საჭეზე შენარჩუნებულია ფიზიკური ელემენტებიც, რათა ავტომობილის მართვისას უსაფრთხოების პრინციპები არ დაირღვეს.Torcal-ის სავარძლები 16 მიმართულებით რეგულირდება და აღჭურვილია გათბობით, გაგრილებით, გვერდითი რეგულირებადი მხარდაჭერითა და მასაჟის ახალი ფუნქციებით. დამატებით ხელმისაწვდომია Postural Adjust და სავარძლების ავტომატური კლიმატიზება. Wellness Seat Specification-ის შემთხვევაში მასაჟის ფუნქცია არა მხოლოდ საზურგეზე, არამედ მთელ სავარძელზე ვრცელდება.გაყიდვების საწყის ეტაპზე Bentley Torcal-ისთვის ხელმისაწვდომია დისკების 5 დიზაინი. საბაზისო მოდელში სერიულად გვხვდება 21-დუიმიანი დისკები, S-Modell-ს კი 22-დუიმიანი დისკები აქვს. დამატებით ხელმისაწვდომია 22-დუიმიანი დისკების კიდევ 3 ვარიანტი, რომელთაგან ერთი აეროდინამიკას ემსახურება. Torcal ასევე პირველი „ბენტლია“, რომელმაც ბრენდის განახლებული ემბლემა მიიღო.სიმძლავრე და ტრადიციების ერთგულებაTorcal ბრენდის ისტორიაში პირველი ელექტრომობილია და 888 ცხენის ძალამდე სიმძლავრესა და 1350-ნიუტონმეტრიან მაბრუნ მომენტს ავითარებს - ეს უკანასკნელი „ბენტლის“ ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ასეთი შესაძლებლობებით Bentley Torcal-ს 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 2,9 წამში შეუძლია.ავტომობილი აღჭურვილია ორი უმძლავრესი, მუდმივი მაგნიტის სინქრონული ძრავით. წინა აგრეგატს ღია დიფერენციალი აქვს, უკანა მოტორი კი ბლოკირებადი დიფერენციალითა და მრავალდისკიანი გადაბმულობითაა აღჭურვილი.ელემენტის გარანტია 10-წლიანია (ან 100 000 მილი). Torcal-ს ერთი დამუხტვით 600 კილომეტრამდე მანძილის დაფარვის შესაძლებლობა აქვს, 400-კილოვატიანი დამუხტვის სიმძლავრით კი 10-დან 80 პროცენტამდე 20 წუთზე ნაკლებ დროში იმუხტება. 161 კილომეტრისთვის საკმარისი ენერგიის მიღება 7 წუთში შეუძლია.ავტომობილი აღჭურვილია უკანა ღერძის მოხვევითაც - 5 გრადუსამდე, რაც მობრუნების რადიუსს 11,1 მეტრამდე ამცირებს. ამით Bentley Torcal არა მხოლოდ კომფორტული და სოლიდური, არამედ მაქსიმალურად მოქნილი და მანევრულიცაა. ის Bentley Flying Spur-ივით კომფორტული და Continental GT Speed-ივით დინამიკურია.Bentley Torcal-ში ხელმისაწვდომია ორი აუდიოსისტემა. პირველი 620-ვატიანია, 16 დინამიკით. Naim-თან თანამშრომლობით შექმნილი 1780-ვატიანი აუდიოსისტემა 28 დინამიკით მოიცავს სავარძელში ჩაშენებულ ვიბრაციის აქტუატორებს, თავის მისაყრდნობებში ჩაშენებულ დინამიკებსა და Dolby Atmos 7.1-ს.Bentley Torcal ორი სხვადასხვა კომპლექტაციითაა ხელმისაწვდომი: საბაზისო ვერსია და სპორტული S-ვარიანტი. საბაზო მოდელის სიმძლავრე 821 ცხენის ძალა და 1194-ნიუტონმეტრიანი მაბრუნი მომენტია. ეს ვერსია 0-100 კმ/სთ-მდე 3,4 წამში ჩქარდება და 250 კმ/სთ-ის განვითარება შეუძლია. სპორტული S-ვერსია გააქტიურებული Launch Control-ისას 888 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 1350 ნმ-ს ავითარებს. მისი აჩქარება 0-100 კმ/სთ-მდე 2,9 წამია, მაქსიმალური სიჩქარე კი - 260 კმ/სთ. მარტინ პეიჯი, Torcal-ის წარმოების ხაზის დირექტორი: „Bentley Torcal სრულიად ახალი და უნიკალურია. მისი შექმნისას უდიდესი ყურადღება დაეთმო „ბენტლის” ტრადიციების შენარჩუნებასა და ტექნოლოგიას, რომელიც მძღოლს ეხმარება, მაგრამ მის ნაცვლად გადაწყვეტილებებს არ იღებს. Torcal-ში გამორჩეული ფუფუნება და შთამბეჭდავი სიმძლავრე ერთიანდება და ავტომობილის მართვის გამოცდილება სრულიად ახალ დონეზეა აყვანილი“.„ბენტლის“ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში Tegeta Cars-ში შემავალი Bentley Centre Tbilisi-ა. საქართველოში „ბენტლი“ Torcal აპრილიდან იქნება ხელმისაწვდომი. ახალი მოდელის სასურველი კონფიგურაციით დაკომპლექტება უკვე შესაძლებელია მისამართზე: აღმაშენებლის ხეივანი 129.--„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი Bentley Centre Tbilisi ლეგენდარული ბრიტანული ბრენდის პრემიუმ ავტომობილების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში 2024 წლიდან. Bentley Centre Tbilisi-ს შოურუმში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, შეიძინონ ყველაზე მოთხოვნადი მოდელები, ადგილზე შეარჩიონ აქსესუარები, კონფიგურაციის საშუალებით ააწყონ სასურველი კომპლექტაცია და შექმნან პერსონალიზებული მოდელი.

1790859731

ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის დასკ...

რეაბილიტაციის შედეგად ექსპლუატაციაში შევა 5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელები. პროექტის ფარგლებში უკვე მოწყობილია 9 სახანძრო ჰიდრანტი, 71 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და შესაბამისი საკვანძო ინფრასტრუქტურა.რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები საერთაშორისო კომპანია Aqualia-ს მაღალი სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება, რაც უზრუნველყოფს განახლებული ქსელების ხანგრძლივ და ეფექტიან ფუნქციონირებას.„რუსთაველის გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობების განლაგებიდან გამომდინარე, ქსელების დამატებით ჩაღრმავება გახდა საჭირო - წყალარინების ქსელი 6 მეტრის, ხოლო წყალსადენის ქსელი 2 მეტრის სიღრმეზე განთავსდა. რეაბილიტაციის ფარგლებში მოძველებული თუჯის მილები თანამედროვე, ორმაგი შიდა და გარე იზოლაციის მქონე ფოლადის მილებით, ხოლო წყალარინების ქსელი რკინა-ბეტონის არმირებული მილებით ჩანაცვლდა. არსებული გამოწვევების მიუხედავად, სამუშაოები უმოკლეს ვადებში და მაღალი ხარისხით შესრულდა", - გიორგი ვეშაპიძე, ჯივიპის ტექნიკური და საოპერაციო მიმართულების დირექტორიკომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტში  12.5 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა."ჯივიპიმ რუსთაველის გამზირზე არსებული  მოძველებული და ამორტიზებული ინფრასტრუქტურა ჩაანაცვლა. ახალი მილსადენები და გამოყენებული მასალები თანამედროვე სტანდარტებსა და ტექნოლოგიებს სრულად შეესაბამება, რაც მათი ხანგრძლივი და საიმედო ექსპლუატაციის გარანტიას იძლევა. სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია და უახლოეს დღეებში პროექტი სრულად დასრულდება, რის შემდეგაც ახალი ქსელი ექსპლუატაციაში შევა", - გიგა ნადირაძე, ჯივიპის ტექნიკური და საოპერაციო მიმართულების დირექტორი.

1790857377

საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სისხლის დონაციის აქციაში მიიღე...

დონაციის აქცია შ.პ.ს. ,,ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალურ ბანკთან“ თანამშრომლობით გაიმართა, რომელიც თბილისსა და რეგიონებში 80-მდე კლინიკას ამარაგებს.სისხლის დონაციის აქციაში საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლები მრავალი წელია მუდმივად მონაწილეობენ და სხვადასხვა სისხლის ბანკთან თანამშრომლობით ხელს უწყობენ სისხლის ბანკის მარაგის შევსებას.

1790851034

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან...

AI ასისტენტის დახმარებით, მომხმარებელს აღარ სჭირდება პროდუქტის ზუსტი დასახელების ცოდნა - საკმარისია, აღწეროს საკუთარი საჭიროება ან სასურველი პროდუქტის ფოტო ატვირთოს. ასისტენტი ათასობით პროდუქტს შორის მოძებნის შესაბამის ვარიანტს, პროდუქტის შერჩევისას გაითვალისწინებს მომხმარებლის მიერ მითითებულ ბიუჯეტს და პერსონალურ რეკომენდაციას შესთავაზებს.როგორ გეხმარება PSP AI ასისტენტი?ახალი ფუნქციონალი მომხმარებელს ეხმარება როგორც პროდუქტის შერჩევაში, ასევე შეკვეთისა და მიწოდების შესახებ ინფორმაციის მიღებაში. AI ასისტენტის საშუალებით შესაძლებელია არა მხოლოდ პროდუქტის ხელმისაწვდომობის, მახასიათებლებისა და მიმდინარე შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიღება, არამედ მიწოდების სასურველი ფორმის შერჩევაც - ლოქერი, Pick Up ან კურიერის მომსახურება.გარდა ამისა, AI ასისტენტი მომხმარებელს უკვე განხორციელებული ონლაინ შეკვეთის შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობასაც აძლევს. მომხმარებელს შეუძლია, გადაამოწმოს შეკვეთის სტატუსი.„PSP-მ პირველი ონლაინ აფთიაქი მომხმარებელს 10 წელზე მეტი ხნის წინ შესთავაზა. წლებია მომხმარებლები არა მხოლოდ თბილისში, საქართველოს დიდ რეგიონულ ცენტრებშიც ონლაინ აფთიაქის მომსახურებით სარგებლობენ. PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე AI ასისტენტის 24/7 მომსახურების დანერგვის მიზანია ონლაინ აფთიაქით სარგებლობის პროცესი მომხმარებლისთვის ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი, კიდევ უფრო მარტივი და კომფორტული გახადოს - პროდუქტის მოძიებიდან შეკვეთის მიღებამდე, ერთ სივრცეში.” - აცხადებენ PSP-ში.#PSPAIასისტენტი #AIრომელიცგეხმარებაშერჩევაში

1790850588

თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძ...

საერთაშორისო ტრანზაქციის განაწილების პროცედურა მარტივია:  ნივთის ან მომსახურების შეძენის შემდეგ, მობაილბანკში, ტრანზაქციების ველში, პოულობთ განხორციელებულ ტრანზაქციას და ირჩევთ - „ტრანზაქციის განაწილება“. შედეგად, თანხა ეროვნულ ვალუტაში  ავტომატურად ბრუნდება ანგარიშზე და თქვენთვის სასურველ პერიოდზე, 4-დან 36 თვემდე, ნაწილდება. განაწილების საკომისიო თვეში 1%-ია, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი -  23.4%-დან.საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების ფუნქციონალის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის გადახდაზე - იქნება ეს ონლაინ შოპინგი, სასტუმროს ჯავშანი, ავიაბილეთის შეძენა თუ სხვა საერთაშორისო სავაჭრო და სამოგზაურო სერვისი. მათ შორის, ისეთ საერთაშორისო ონლაინ პლატფორმებზე, როგორებიცაა: Temu, Amazon, eBay, AliExpress, SHEIN, Wizz Air, Ryanair, Booking.com, Airbnb და სხვა. მთავარია, ტრანზაქცია დოლარში ან ევროში იყოს განხორციელებული.საერთაშორისო ტრანზაქციის განაწილების დეტალური პირობების და პროცედურის შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.„განაწილება“ თიბისის გამორჩეული პროდუქტია, რომელიც მომხმარებლების სხვადასხვა სურვილისა და საჭიროების დაკმაყოფილების გასამარტივებლად შეიქმნა. საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების ახალი შესაძლებლობა კი, იმ მომხმარებლებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც საერთაშორისო ონლაინ პლატფორმებსა და ციფრულ სერვისებს ხშირად იყენებენ.გახადე შენი სურვილები უფრო ხელმისაწვდომი - ისარგებლე თიბისის განაწილებით.

1790844311

BARTA 2026-ზე განაცხადების მიღება დაიწყო

თბილისი (GBC) – BARTA არსებობის შვიდწლიანი ისტორიით, საქართველოში კორპორაციული სფეროს მნიშვნელოვანი ნაწილია. კონკურსის მიზანია ქართული კომპანიების ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება. კონკურსს წელსაც, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური და ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მხარდაჭერით აცხადებს.კონკურსი დღეიდან იწყება და განაცხადების მიღება 2026 წლის 10 ნოემბერს დასრულდება.აღსანიშნავია, რომ წინა წლების მსგავსად BARTA-ს კონკურსი წელსაც ღიაა პირველი კატეგორიის კომპანიებისა და ჯგუფებისთვის, ასევე ყველა კომპანიისთვის, რომელიც საზოგადოებრივი დაინტერესების პირია. ბირჟის ლისტინგში შემავალი ყველა კომპანია ავტომატურად მიიღებს მონაწილეობას შეფასებაში შესაფერისობის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რაც გულისხმობს აუდიტის უპირობო დასკვნას. ხოლო, საზოგადოებრივი დაინტერესების მქონე სხვა პირებს, სავაჭროდ დაშვებული კომპანიების ჩათვლით,  თვით წარდგენა დასჭირდებათ.2027 წლის თებერვალში დაჯილდოების ცერემონიაზე 8 საპრიზო ნომინაციაში გამარჯვებულები საზეიმოდ გამოვლინდებიან. BARTA კომპანიების ანგარიშებს ოთხ ძირითად კატეგორიაში შეაფასებს: მსხვილი ფინანსური კომპანიები, მსხვილი არაფინანსური კომპანიები, მცირე და საშუალო ფინანსური კომპანიები და მცირე და საშუალო არაფინანსური კომპანიები. წელს პირველად, მცირე და საშუალო კომპანიებისთვის ფინანსური და არაფინანსური კატეგორიები გაიყო, რის შედეგადაც თითოეულში ცალკე გამარჯვებული გამოვლინდება. დამატებით, კონკურსში მონაწილე საწარმოებს შორის გამოვლინდება საუკეთესო მდგრადობის ანგარიშგება.წელს პირველად BARTA აწესებს ახალ ნომინაციას - „სახელმწიფო საწარმოების გამჭვირვალობისა და ანგარიშგების ჯილდო“, რომელიც  გამოავლენს საუკეთესო მმართველობის კუთხით კომპანიას, რომელიც ანგარიშების მაღალ სტანდარტს აჩვენებს.ასევე, BARTA აწესებს სპეციალურ ნომინაციას - „ჟიურის რჩეული“, რომლის შერჩევა ჟიურის გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდება და წევრებს მისცემს მოქნილობას აღიაროს კომპანია, რომელმაც 2026 წელს გამოავლინა მნიშვნელოვანი მიღწევები, ინოვაცია, არსებითი პროგრესი ან გამჭვირვალობისადმი ერთგულება.BARTA ასევე გამოავლენს საუკეთესო დებიუტანტ კომპანიასაც. ეს ნომინაცია აღიარებს და დააჯილდოებს BARTA-ს კონკურსში პირველად მონაწილე კომპანიას, რომელიც მონაწილეობის პირველსავე წელს ანგარიშების მაღალ სტანდარტს აჩვენებს.შეგახსენებთ, BARTA 2019 წელს ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა.BARTA-2026 მხარდაჭერილია მსოფლიო ბანკის ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და მდგრადობის ანგარიშგების (EAASURE) რეგიონალური პროგრამის მიერ, რომელსაც ფინანსური და მდგრადობის ანგარიშგების რეფორმების ცენტრი (CFRR) ახორციელებს.

1790844021