ევროკავშირიდან ტრანსფერებით, იტალია ლიდერობს, საიდანაც ივლისში $54 მლნ-მდეა შემოსული (08/2026 - $55.2 მლნ)უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 74.5% იმ უმსხვილეს 6 ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა სექტემბერში 11 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. მ.შ. აღარაა რუსეთი, საიდანაც საანგარიშო თვეს $7.86 მლნ შემოვიდა.
1792074370
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს.აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები - საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე განაცხადების მიღება დაიწყო:თუ ბაკალავრიატზე სწავლობ - გაეცანი საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამასსაქართველოს ბანკი 23 პარტნიორ უნივერსიტეტში ბაკალავრიატის სტუდენტებს სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს. თუ სწავლის გაგრძელება და აკადემიური მიზნების მიღწევა გსურს, გაეცანი პროგრამის პირობებს და შეავსე განაცხადი. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.თუ არქიტექტურა გაინტერესებს - აღმოაჩინე გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდიამომავალი არქიტექტორებისთვის შექმნილი პროგრამა სტუდენტებს ოთხ პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას სთავაზობს. პროგრამაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო. მონაწილეობის პირობების გასაცნობად ეწვიე ვებგვერდს.თუ ხელოვნური ინტელექტი გაინტერესებს - გაეცანი AI სტიპენდიას გოგოებისთვისტექნოლოგიები ახალ პროფესიულ შესაძლებლობებს ქმნის. საქართველოს ბანკი პარტნიორ ორგანიზაციებთან და აკადემიებთან ერთად გოგოებისთვის სპეციალურ AI სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ცოდნის მიღებასა და განვითარებას უწყობს ხელს. პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს.თუ ახალი პროფესიის შესწავლა ან პრაქტიკული უნარების განვითარება გსურს - გაეცანი პროფესიული განათლების პროგრამებსსაქართველოს ბანკი პროფესიული განათლების მიმართულებითაც ქმნის შესაძლებლობებს. პროფესიული აკადემიების სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებს პარტნიორ აკადემიებში ახალი პროფესიების სრული დაფინანსებით შესწავლის შესაძლებლობა ექნებათ. პროგრამაზე რეგისტრაცია მალე დაიწყება.ამასთან, სკოლის მოსწავლეებს პარტნიორ აკადემიებში სხვადასხვა მიმართულების კურსებზე სწავლის საფასურის 100%-იანი დაფინანსების მიღება შეუძლიათ. მიმართულებებს შორისაა ვებპროგრამირება, გრაფიკული და UI/UX დიზაინი, IT პროექტების მართვა, პროგრამირების საფუძვლები და ხელოვნური ინტელექტი. განაცხადის პირობების გასაცნობად ეწვიე საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტების გვერდს.თუ ტექნოლოგიებისა და კრეატიული ინდუსტრიების აღმოჩენა გსურს - აღმოაჩინე TUMO ქუთაისისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით გახსნილი TUMO ქუთაისი 12-18 წლის ახალგაზრდებს ტექნოლოგიებისა და კრეატიული ინდუსტრიების მიმართულებით ცოდნის მიღების შესაძლებლობას აძლევს. ცენტრში ახალგაზრდებს შეუძლიათ, ისწავლონ პროგრამირება, რობოტიკა, გრაფიკული დიზაინი, 3D მოდელირება და სხვა მიმართულებები.საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ადამიანებისთვის საკუთარი ინტერესების აღმოჩენისა და განვითარების შესაძლებლობების შექმნას გულისხმობს. ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიე ვებგვერდს ganatleba.bog.ge(R)
1792066672
Euromoney Foreign Exchange Awards სავალუტო ბაზრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო დაჯილდოებაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისა და რეგიონის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებს აფასებს. ჯილდოს ფარგლებში ყურადღება ექცევა ბანკების ფინანსურ შედეგებს, ინოვაციებს, კლიენტებისთვის შექმნილ ღირებულებასა და ბაზარზე გავლენას.Euromoney-ის შეფასებით, 2025 წელს თიბისიმ კიდევ უფრო გააძლიერა სავალუტო მომსახურება და ციფრული შესაძლებლობები, მათ შორის, მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სავალუტო ოპერაციების მიმართულებით. გასულ წელს საქართველოში განხორციელებული სავალუტო ოპერაციების დაახლოებით 42% თიბისიზე მოდიოდა.საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის ფარგლებში, Bloomberg-ის პლატფორმის საშუალებით განხორციელებული სავალუტო ოპერაციების მოცულობამ 2025 წელს 5.6 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან, ბანკის სავალუტო მიმართულებიდან მიღებული შემოსავლების 80%-ზე მეტი მომხმარებლების მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე მოდიოდა.Euromoney-ის მიერ თიბისის საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დასახელება მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა. სავალუტო ბაზარი გლობალური ფინანსური სისტემის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული მიმართულებაა, სადაც წარმატებას განსაზღვრავს როგორც ბაზრის მასშტაბი, ისე მომსახურების ხარისხი, ტექნოლოგიური შესაძლებლობები და საერთაშორისო ბაზრებთან დაკავშირების უნარი. ამ მიმართულებაში ქვეყნის საუკეთესო ბანკად დასახელება ადასტურებს, რომ თიბისის სავალუტო მომსახურება და შესაძლებლობები საერთაშორისო, ავტორიტეტული ფინანსური გამოცემის შეფასებითაც საუკეთესოა.(R)
1792064033
16, 17 და 18 ოქტომბერს მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, City Mall-ის საბურთალოსა და გლდანის ფილიალებში, 120-ზე მეტი ბრენდის მაღაზიაში 40%-მდე ქეშბექით ისარგებლონ, 5-ჯერ მეტი PLUS ქულა დააგროვონ, ნაწილ-ნაწილ გადახდისას კი თანხის ნაწილი დაიბრუნონ.16 ოქტომბერი - 5-ჯერ მეტი PLUS ქულა16 ოქტომბერს City Mall-ის საბურთალოსა და გლდანის ფილიალებში შოპინგისა და აქსესუარების კატეგორიაში გადახდისას სუპერ PLUS და PLUS ბარათის მფლობელები 5-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ. (მაქსიმუმ 20,000 PLUS ქულას)შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა მისი მობილბანკში გააქტიურება და საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდა.17 ოქტომბერი - 40%-მდე ქეშბექი SOLO Visa ბარათით17 ოქტომბერს, SOLO Visa ბარათის მფლობელები 120-ზე მეტი ბრენდის მაღაზიაში გადახდისას 20%, 25%, 30% ან 40%-იან ქეშბექს მიიღებენ.40% ქეშბექი, ულიმიტოდ: BOSS, HUGO40% ქეშბექი, მაქსიმუმ 500 ლარი თითოეულ მაღაზიაში ცალ-ცალკე: Remember, Music House, Sergent Major, Eshvi, Lee Cooper, Pendant, Delfos, Giordano, Olivander’s, Bagatt, Old Supra, Steiff, Yves Rocher, Afflelou Paris, Okkia, Felino Milano, Wortmann, Salamander, The Body Shop, Baccarat Jewelry, Aden Cosmetics; Koreuli Pirveli, Exqusie, Cortefiel, Women's Secret.30% ქეშბექი, მაქსიმუმ 500 ლარი თითოეულ მაღაზიაში ცალ-ცალკე: Boggi Milano, Cosmo, More Beauty, Pandora, Tous, Zag, Casio, TI’ME, Voulez-Vous, Swarovski, Villeroy & Boch, New Balance, EA7 Emporio Armani, GMT, Regalia, Victorinox, Velvet & Vivid, Toreli, Ici Paris, Izipizi, Messyweekend, Beauty Corner, Manamo, TAC, English Home, Matalan, Penti, Beard.ge, JB Martin, Keddo, Diesel, Magellan, Napapijri, The North Face, Scotch & Soda, Timberland, Franco Fontana, MAC, Sense Concept Store, Dan John, Dressarium Kids, Marc O'Polo, Shoes Loft, Karl Lagerfeld, Hackett London, Corner, Lion of Porches, Petit Bateau, Lutecia, Atelier Rebul, Sseasons Store, United Colors Of Benetton, Sisley, Yamamay, Adidas, Top Sport, Crocs, Puma, Nike, Pirveli Koreuli, L’Occitane, Superdry.30% ქეშბექი, მაქს. 500 ლარი ჯამურად Dressup-ის მაღაზიებში: Lee & Wrangler, Atrio, Gant, Guess, Mavi, Tommy Jeans, Kid's Gallery, Calvin Klein, Factory, Jeans Gallery, Etam, Triumph30% ქეშბექი, მაქს. 500 ლარი ჯამურად ICR-ის მაღაზიებში: Studio By Shoes Gallery, Bata, Bambino, AW LAB, Scarpiera, Jacadi, Okaidi, Corso Italia, Geox, Ecco; Replay25% ქეშბექი, მაქს. 500 ლარი თითოეულ მაღაზიაში ცალ-ცალკე: Alta, iSpace, Kontakt Home, iTechnics, Mi Store, Jo Malone London20% ქეშბექი, მაქს. 500 ლარი თითოეულ მაღაზიაში ცალ-ცალკე: Aromateque, Smeg, Ninja/Shark, JBLინფორმაციისთვის: Voulez-Vous-ში შეთავაზება არ ვრცელდება ბრენდებზე: Chanel, Dior, Guerlain, Essential Parfums და სასაჩუქრე ვაუჩერებზე. ასევე, პარალელურად ვერ ისარგებლებთ Voulez-Vous-ის ფასდაკლების ბარათით; Ici Paris-ში შეთავაზება არ ვრცელდება ბრენდებზე: Chanel, Tom Ford, Byredo, Xerjoff, Juliette Has a Gun, Casamorati, Roja, Vilhelm Parfumerie და სასაჩუქრე ბარათებზე; Alta-ში მოქმედებს გამონაკლისები ტელეფონებზე; iSpace-ში შეთავაზება არ ვრცელდება შემდეგ მოდელებზე: iPhone 18 Pro / Pro Max, AirPods 5, Apple Watch 12 და Apple Watch Ultra 4; Lutecia-ში შეთავაზება არ ვრცელდება ბრენდებზე: Chanel, Dior, Guerlain, Tiziana Terenzi, Giardino Benessere, V Canto, სასაჩუქრე ბარათზე. ასევე აქციის პარალელურად ვერ გამოიყენებთ ლუტეციას ლოიალობის ბარათს; Regalia-ში შეთავაზება არ ვრცელდება ციკოლიას ბრენდზე; GMT-ში შეთავაზება არ ვრცელდება Ronius-ის ბრენდზე. 18 ოქტომბერი - 30%-იანი ქეშბექი ნაწილ-ნაწილ გადახდისასთუ ნაწილ-ნაწილ გადახდით ჯერ არასდროს გისარგებლიათ, 18 ოქტომბერს, გადაიხადეთ City mall-ის საბურთალოსა და გლდანის ფილიალებში, პარტნიორ ობიექტებში.ის მომხმარებლები, რომლებიც პირველად ისაგრებლებენ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისის მეთოდით, თანხის 30%-ს დაიბრუნებენ. (მაქსიმუმ 100 ლარს).ქეშბექი ანგარიშზე 3 სამუშაო დღის განმავლობაში აისახება.(R)
1792060126
თელასის განცხადებით, აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა.თელასის აბონენტთა რაოდენობა 2026 წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით 2025 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 4.2%-ით (33,7 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 838.1 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 750.8 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 87.3 ათასი – იურიდიული პირი.9 თვის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 7,867 კმ შეადგინა, რაც 5.6%-ით (414 კმ-ით) აღემატება 2025 წლის 9 თვის მაჩვენებელს (7,453 კმ).კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა, - აცხადებენ კომპანიაში.კომპანია თელასმა 2026 წლის 9 თვის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა:
1792060113
ბანკს ჯილდო მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკებისა და ფინანსებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების დაჯილდოების ცერემონიაზე გადაეცა. ჯამში, საქართველოს ბანკმა ორივე პროგრამის ფარგლებში 11 ჯილდო მიიღო, რომლებიც გლობალურ და რეგიონულ კატეგორიებს მოიცავენ.საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ, განაცხადა:„მოხარულები ვართ, რომ Global Finance-მა ჩვენი საქმიანობა აღიარა და განსაკუთრებით ვამაყობთ, რომ მსოფლიოს საუკეთესო AI ბანკის ტიტული მივიღეთ. ხელოვნური ინტელექტი ჩვენი მომხმარებლებისთვის ყოველდღიურად შექმნილი გამოცდილების განუყოფელ ნაწილად იქცა. როდესაც არაუზრუნველყოფილი სესხების 99% 15 წამზე ნაკლებ დროში მტკიცდება და გაიცემა, ხოლო ჩვენი AI ასისტენტი მომხმარებელთა შეკითხვების 80%-ზე მეტს დამოუკიდებლად პასუხობს და მომხმარებელთა კმაყოფილების 91%-იან მაჩვენებელს აღწევს, შედეგი თვალსაჩინო და გაზომვადია”, - აცხადებს ბანკის CEO, არჩილ გაჩეჩილაძე და აღნიშნავს, რომ ამ მაჩვენებლების მიღმა დგას კორპორაციული კულტურა, რომელშიც მათმა გუნდებმა ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიური სამუშაოს განუყოფელ ნაწილად აქციეს და რომლის მთავარი პრინციპია, რომ სისწრაფე და ნდობა ერთმანეთთან თანხვედრაში იყოს.გაჩეჩილაძე მადლობას უხდის საქართველოს ბანკის მთელ გუნდს ამ მიზნის რეალიზებისთვის გაწეული ძალისხმევისთვის, ხოლო Global Finance-ს კი ამ საერთაშორისო აღიარებისთვის.„ციფრული საბანკო მომსახურება ფინანსური სექტორისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად იქცა, რადგან ბანკები ხელოვნური ინტელექტის, ავტომატიზაციისა და მონაცემთა ანალიტიკის მოწინავე მეთოდების გამოყენებას აფართოებენ. სისწრაფის, პერსონალიზებული მომსახურებისა და შეუფერხებელი ციფრული გამოცდილების მიმართ მომხმარებელთა მზარდი მოლოდინები ბანკებს ინოვაციების დანერგვისკენ უბიძგებს, პარალელურად კი იზრდება უსაფრთხოების, მდგრადობისა და რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მნიშვნელობა“, - განაცხადა Global Finance-ის დამფუძნებელმა და სარედაქციო დირექტორმა, ჯოზეფ ჯიარაპუტომ.
1792059928
ეკომომიკური ზრდა შენელდა, რასაც TBC ელოდა
1790949878
ქურდიანმა TBC PLC-ის აქციების გაყიდვით £1.3 მლნ-ის შემოსავალი მიიღო
1791467161
ანაკლიის პორტთან მისასვლელ 18 კმ რკინიგზის მშენებლობას მსოფლიო ბანკი უ...
1791389709
ნინო მასურაშვილმა TBC PLC-ის 2,715 აქცია გაყიდა
1791466336
საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 50.5%-ით გაიზარდა
1791371438












