თბილისი (GBC) - იანვარ-თებერვალში ევროკავშირთან საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ $590.8 მლნ შეადგინა. ეს მაჩვენებელი 7.7%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე.

რაც შეეხება რუსეთს, საანგარიშო პერიოდში რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 70%-ით $467.1 მლნ- მდე გაიზარდა.

ევროკავშირთან ექსპორტი 27.2%-ით შემცირდა და $115.8 მლნ შეადგინა, ხოლო რუსეთთან ექსპორტი 38.1%-ით გაიზარდა და$128.2 მლნ შეადგინა.

ევროკავშირიდან იმპორტი 21.9%-ით გაიზარდა და $475მლნ შეადგინა. რუსეთიდან იმპორტი 86.3%-ით $338.8 მლნ-მდე გაიზარდა.

 

პროდუქცია, რომლითაც ვივაჭრეთ ევროკავშირთან:

ექსპორტი :

 

1. სპილენძის მადნები და კონცენტრანტები - $51.3მლნ-ს 26.1 ათასი ტონა.

2. თხილი და სხვა კაკალი - $9.8მლნ-ს 1.9 ათასი ტონა,

3. გამომთვლელი მანქანები - $8.2მლნ-ს 42.1 ტონა.

იმპორტი:

1. მსუბუქი ავტომობილები - $44.1 მლნ-ს 2527 ერთეული.

2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $34მლნ-ს 33.7 ათასი ტონა.

3. სამკურნალო საშუალებები - $27.7მლნ-ს 410.2 ტონა.

 

პროდუქცია, რომლითაც რუსეთთან ვივაჭრეთ:

ექსპორტი:

1) ფეროშენადნობები - $45.3 მლნ-ს 36.2 ათასი ტონა.

2) ყურძნის ნატურალური ღვინოები - $23.9 მლნ-ს 8.6 მლნ ლიტრი.

3) მსუბუქი ავტომობილები - $13.5 მლნ-ს 978 ერთეული.

იმპორტი:

1) ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $108.6 მლნ-ს 149.2 ათასი ტონა.

2) ნავთობის აირები - $68.4 მლნ-ს 264.7 ათასი ტონა.

3) ხორბალი და მესელინი - $10.1 მლნ-ს 32 ათასი ტონა.