თბილისი (GBC) – I კვარტალში საქართველომ თითქმის 1.3 მილიარდი მ³ მოცულობის გაზი მოიხმარა. აქედან თითქმის 370 მლნ მ³ გაზი თბოსადგურებში შევიდა. 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით თბოსადგურების მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობა 15.5%-ით არის გაზრდილი. 

რაც შეეხება გასულ წელს, 2022 წლის პირველ კვარტალში მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობა 1.2 მილიარდი მ³ იყო.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ოთხ თვეში (იანვარ-აპრილი) საქართველოში 1.1 მილიარდი მ³ გაზია ექსპორტირებული.

შეგახსენებთ, იანვარ-აპრილში საქართველოში სულ $246.6 მლნ-ს 1.5 მლრდ მ³ გაზი იმპორტირდა, რაც ფულად გამოსახულებაში 22.6%-ით მეტი, ხოლო რაოდენობაში 6.6%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე.

გაზის 69% აზერბაიჯანიდან განხორციელდა ($170.1 მლნ), ხოლო 31% რუსეთიდან ($76.4).