თიბისი კაპიტალი მაკროეკონომიკურ მიმოხილვაში ლარის მხარდამჭერ ფაქტორებს...
თიბისი კაპიტალის
მიმოხილვაში ვკითხულობთ,
რომ ლარის გაუფასურების
მოლოდინებისას, იზრდება
დეპოზიტებში ვალუტის წილი
და სესხებში,
ტენდენციასთან
შედარებითაც კი, ლარის
წილი. ამასთან, ყოველთვის,
ადრე თუ გვიან,
სენტიმენტები იცვლება და
უკვე როგორც დეპოზიტების,
ასევე სესხების
შემთხვევაში, საპირისპირო
მიმართულებით ქცევას აქვს
ადგილი. "სწორედ მსგავსი
დინამიკა დაფიქსირდა 2024-2025
წლებში. თუმცა ამჯერად,
ორივე მიმართულებით
საკმაოდ მასშტაბურ
კონვერტაციებს ლარის
კურსის მნიშვნელოვანი
მერყეობა არ გამოუწვევია,
რაც სებ-ის ინტერვენციებმა
განაპირობა. კერძოდ, თუ
შარშან, მაისი-ოქტომბრის
პერიოდში, სებ-ის მიერ
ვალუტის წმინდა გაყიდვამ 875
მილიონი აშშ დოლარი
შეადგინა,
ნოემბერ-თებერვალში უკვე 153
მილიონი დოლარის წმინდა
შესყიდვა დაფიქსირდა, ხოლო
მარტიდან მიმდინარე
პერიოდის ჩათვლით, ჩვენი
შეფასებით, წმინდა
შესყიდვა დაახლოებით 1.5
მილიარდი აშშ დოლარით
განისაზღვრა.აღსანიშნავია,
რომ ბოლოდროინდელ
შესყიდვებში წმინდა
სავალუტო შემოდინებების
გაუმჯობესების წვლილი
მნიშვნელოვანი იყო. ამ
მხრივ, საყურადღებოა, რომ
ივლისის წინასწარი
ინდიკატორი კვლავ
უკეთესია. ასევე,
ლარი/დოლარის წყვილის
კუთხით, თავისთავად,
საერთაშორისო ბაზრებზე
დოლარის დასუსტება
მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ამასთან, დეპოზიტებისა და
სესხების სხვადასხვა
ანალიტიკური მაჩვენებლის
გამოყენებით, შეიძლება
ითქვას, რომ როგორც
გაყიდვებში, ასევე
შესყიდვებში, არსებით როლს
სწორედ სავალუტო
კონვერტაციები
ასრულებს.მთლიანობაში,
სხვადასხვა ანალიტიკური
შეფასების გამოყენებით,
შეიძლება ითქვას, რომ ლარის
გამყარების მიმართულებით
კონვერტაციები
დასრულებული ჯერ კიდევ არ
არის, რაც, გაცვლითი კურსის
მხრივ, სადღეისოდ არსებული
სენტიმენტების/მოლოდინების
გათვალისწინებით, ლარის
მნიშვნელოვანი
მხარდამჭერი ფაქტორია", -
წერს თიბისი კაპიტალი.
1755757624