თბილისი (GBC) – საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის, რომლის თანახმად, აზარტულ თამაშებში ჩართული უცხო ქვეყნის მოქალაქეები გადასახადებისგან თავისუფლდებიან.

კანონპროექტში, რომელსაც მთავრობა დაჩქარებული წესით განიხილავს, ვკითხულობთ, „სათამაშო აპარატების მეშვეობით მოწყობილ აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) მონაწილე პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მის მიერ სათამაშო აპარატების სალონის მომწყობისგან ან სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა (გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხისა)“.

ამასთან, გადასახადები არ ეხება სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის მიერ მიღებულ დასაბეგრ შემოსავალსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხას.

გარდა ამისა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების აზარტულ თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 5%-ით.“

აღნიშნული ცვლილება ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.

 

Bpn.ge