თბილისი (GBC) – საქართველოში თამბაქოს წარმოებისთვის ლიცენზიის აღების ვალდებულება, რაც 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა, 2026 წლის 1-ელი იანვრისთვის გადავადდება. ლიცენზიის ვადის 9 თვით გადაწევის საკითხი პარლამენტში უკვე ინიციირებულია, წერს სააგენტო ipn.ge.
პარლამენტმა გასული წლის ივლისში მიიღო კანონი, რომლის საფუძველზეც თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა გახდა და თამბაქოს მწარმოებელთათვის რიგი მოთხოვნები დაწესდა. თამბაქოს წარმოებაზე ლიცენზიის აღება 50 000 ლარი ღირს.
ლიცენზიის მოპოვებისთვის კომპანიებს სპეციალური ლაბორატორიის მოწყობა დაევალათ. სწორედ ამ ლაბორატორიაში უნდა დადგინდეს, რომ თამბაქოს პროდუქტი მთავრობის მიერ განსაზღვრულ სტანდარტებს შეესაბამება.
ინიციატორები თამბაქოს წარმოების ლიცენზიის ვადის გადაწევას სწორედ ლაბორატორიის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხებით ხსნიან.