თბილისი (GBC) – სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხარდაჭერით და უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით უძრავი ქონების ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ორდღიანი მასტერკლასი „უძრავი ქონების მოლაპარაკების ექსპერტი’’ (RENE | Real Estate Negotiation Expert) შედგა. ღონისძიების მოწვეული სპიკერი საერთაშორისო მენტორი, პრაქტიკოსი, ქოუჩი ამერიკული ორგანიზაციის, უძრავი ქონების ბიზნესინსტიტუტის მიერ აკრედიტებული ზოლა სერენცისი უძღვებოდა.
ალდაგსა და უძრავი ქონების ეროვნულ ასოციაციას შორის თანამშრომლობის მიზანია ქონების დაზღვევის პროდუქტებზე ცნობადობის ამაღლება და ორმხრივად სასარგებლო შეთავაზებების შემუშავება. ღონისძიებაზე ალდაგის საცალო გაყიდვების დირექტორის მოადგილემ, მონაწილეებს გაუზიარა ინფორმაცია დაზღვევის შესაძლებლობების შესახებ და გააცნო უშუალოდ ქონების დაზღვევის პროდუქტების ფართო სპექტრი, რომელიც უძრავი ქონების აგენტებს დაეხმარებათ, მომხმარებელთათვის უკეთესი პირობების შეთავაზებაში.
„მოხარული ვართ, რომ დავიწყეთ თანამშრომლობა უძრავი ქონების ეროვნულ ასოციაციასთან. ჩვენი კომპანია ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭიროს ინიციატივებს, რომლებიც მომხმარებელს დაეხმარება ქონებასთან დაკავშირებული რისკების უკეთ მართვაში. პარტნიორობის ფარგლებში, ვეცდებით, უძრავი ქონების აგენტებს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და გვჯერა, რომ ჩვენი კოლაბორაცია ორმხრივად სასარგებლო იქნება,“ - აცხადებს ალდაგის საცალო გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ნათია ანასტასიადი.
აღსანიშნავია, რომ ალდაგში ქონების დაზღვევა გამორჩეულია იმით, რომ ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი არ გააჩნია და სახლის სრულად დაზიანების შემთხვევაში, მომხმარებელი, სახლის საბაზრო ღირებულების შესაბამისი თანხის ანაზღაურებას მიიღებს. ალდაგი ბაზარზე მზარდ მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს და მომხმარებელს იჯარით გაცემულ უძრავი ქონების დაზღვევაზე უნიკალურ და საჭირო პროდუქტებს სთავაზობს.