თბილისი (GBC) -  ქალაქ თბილისში, ზაჰესში მდებარე 3091 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 (მიწისქვეშა) და N2 (არასაცხოვრებელი) შენობა-ნაგებობა აუქციონზეა.

აუქციონზე ლოტი ქონების ეროვნულმა სააგენტომ გამოიტანა. აუქციონის მიმდინარე ფასი 173,000 ლარია და ლოტს 1 კანდიდატი ჰყავს.

მიწის ფასი (შენობების გარეშე) 1 კვ.მ საშუალოდ 56 ლარია.

საკადასტრო კოდი : 01.72.12.102.003

აუქციონი 14 ივლისს 17:00 საათზე სრულდება.

შენიშვნა: საპრივატიზებო  ობიექტი  განთავსებულია ლანდშაფტურ-სარეკრეაციო  ზონაში (ფუნქციური ზონირების შესახებ ინფორმაცია იხილეთ www.tas.ge).