თბილისი (GBC) - ამჟამინდელი ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ბევრი ბიზნესი რთულ სიტუაციაშია. მან განაცხადა, რომ

მიმდინარე მოვლენებით დაზარალებული ბიზნესების დახმარებაზე მსჯელობენ სამინისტროში. 

"საბოლოოდ მდგომარეობა შეიცვლება, სიტუაცია დასტაბილურდება", - დავითაშვილის თქმით, საზოგადოებას საერთაშორისო მხარდაჭერა გაამხნევებს და მისცემს იმედს, რომ ჩვენი გზა წარმატებისკენ მიმავალია. და "ეს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ეფექტიანი დიპლომატიით მოხდება".

მისი თქმით, ბიზნესს ქვეყნის პოტენციური იზოლაცია აწუხებს, - "რა თქმა უნდა, ამასაც გაეცემა პასუხი. ქვეყანას არ ექნება იზოლაციის რისკი".

დავითაშვილს ასევე მოლოდინი აქვს, რომ აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან ექნებათ გადატვირთვის საშუალება. 

მისი თქმით, „დიალოგი, რომელიც დღეს შედგა ბიზნესთან, ძალიან  მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის საკმარისი პროცესების დეესკალაციისთვის. ჩვენ გვინდა, პროცესი დასტაბილურდეს და ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების ნორმალურ რიტმს. ამის ერთადერთი გამოსავალია დიალოგი და საზოგადოებაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირება,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.