თბილისი (GBC) - 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ბრიტანულმა კომპანია SAVANTA-მ ტელეკომპანია "მთავარი არხისთვის" "მედიის თავისუფლების ფონდის" დაკვეთით ჩაატარა. კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას ან კოალიციას მისცემდით ხმას? პასუხები ასე გადანაწილდა: 

ქართული ოცნება - ხალხის ძალა - 35%
კოალიცია ცვლილებისთვის - 19%
ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 16%
ძლიერი საქართველო - 9%
გახარია საქართველოსთვის - 8%
გირჩი - 3%
საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 3%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 2%
სხვა - 5%

ამასთან, ბრიტანული კომპანია Savanta-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, როგორ გადანაწილდება მანდატები პარლამენტში:
ოპოზიცია - 89 მანდატი;

"ქართული ოცნება" - 61 მანდატი; კერძოდ:
ქართული ოცნება - ხალხის ძალა - 61 მანდატი;
კოალიცია ცვლილებისთვის - 33 მანდატი;
ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა - 28 მანდატი;
ძლიერი საქართველო - 15 მანდატი;
გახარია საქართველოსთვის - 13 მანდატი;

ყველაზე გავლენიანი ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის Edison Research-ის ახალი კვლევის შედეგები
დღეს, 23 ოქტომბერს 21:00 საათზე, ფორმულაზე გამოქვეყნდება, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ბოლო კვლევა იქნება.