თბილისი (GBC) - გალტ&თაგარტის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2024 წლის 17 დეკემბერს 6.6-წლიანი 75 მლნ ლარის (26.6 მლნ აშშ დოლარის) ბენჩმარკ ობლიგაციები გაყიდა.

ამასთან, მოთხოვნა 2-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.183პპ-ით გაიზარდა და 8.584% შეადგინა.

უახლესი აუქციონი დაგეგმილია 2024 წლის 24 დეკემბერს, სადაც 5-წლიანი 100 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ბენჩმარკ ობლიგაციები გაიყიდება.