თბილისი (GBC) – გალთ & თაგარტის 12–16 მაისის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამი ქართული კომპანიიდან, წინა კვირასთან შედარებით, მხოლოდ Georgia Capital-ის აქციები გაიაფდა, თუმცა წინა თვესთან შედარებით სოლიდურ უპირატესობას ინარჩუნებს.
კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 63.65 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.60% წინა კვირასთან შედარებით და +17.54% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 445 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 60.35 - 67.95 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 70 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 45.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.53% წინა კვირასთან შედარებით და +5.46% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 367 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 44.00 - 46.85 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 104 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 18.74 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.19% წინა კვირასთან შედარებით და +35.01% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 420 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 18.00 - 19.58 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 124 ათასი აქცია შეადგინა.