თბილისი (GBC) - სების პრეზიდენტმა 2024 წლის ანგარიშის წარდგენისას, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების აქტივობებზე განაცხადა. რაც მიზნად ისახავდა ბაზრის სტაბილურობის უზრუნველყოფას და ინვესტორთა ნდობის გაძლიერებას.
მისი თქმით, ფასიანი ქაღალდების ბაზარი, როგორც დაფინანსების ალტერნატიული პლატფორმა უფრო მეტ დივერსიფიკაციას უზრუნველყოფს ფინანსებზე ხელმისაწვდომობისთვის.
ბაზარი წლიურად 29.7%-ით გაიზარდა, 5.5 მილიარდ ლარამდე. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გამოშვებული ლარით დენომინირებული ობლიგაციების ნაშთი გასულ წელს თითქმის 40%-ით გაიზარდა.
კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის (მოიცავს როგორც საჯარო, ისე კერძო განთავსებებს), წლიურმა ზრდის ტემპმა 18% -ს გადააჭარბა. 2024 წლის ბოლოს ზომამ 2.244 მილიარდ ლარს მიაღწია. საშუალოდ, ბოლო 5 წელში ტემპმა 24.7%-ს მიაღწია.
ნათია თურნავამ, დგილობრივი საინვესტიციო ფონდების ბაზარზე არსებულ ტენდენციებზეც ისაუბრა. ფონდების აქტივების მოცულობა 129 მილიონი ლარიდან 204 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
გაზრდილია საბროკერო კომპანიების კლიენტების ფასიანი ქაღალდების ანგარიშებზე ფასიანი ქაღალდების ჯამური ღირებულებაც. 2024 წლის ბოლოს იყო 12.1 მილიარდ ლარი (+ 59%Y.Y).
საუბარი საპენსიო ფონდის მმართველობითი სისტემის განახლებასაც შეეხო.
„გაიზარდა ეროვნული ბანკის საზედამხედველო მანდატი. უკვე მოიცავს როგორც საპენსიო ფონდის საინვესტიციო, ისე ადმინისტრაციულ/საოპერაციო და სხვა ფუნქციების ზედამხედველობას", - განაცხადა ნათია თურნავამ.