თბილისი (GBC) - მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს (მ/ო) სასესხო ლიმიტის  გაზრდასთან ერთად კაპიტალის მოთხოვნაც ეზრდება.

მ/ო -მ ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ 100 000-იანი სასესხო შეზღუდვა მოიხსნა (16.05 2025-დან), რაც ბიზნესკლიენტთან დამფინანსებლის გრძელვადიან პარტნიორობაც ზღუდავს, რადგან კრედიტორი ბიზნესის გაფართოებასთან ერთად გაზრდილ საჭიროებებს, 100 000 ლარიან ლიმიტით ვეღარ აკმაყოფილებს და მომხმარებელს კარგავს.

16 მაისიდან სასესხო ზღვრის აწევასთან ერთად  მისოების შესაძლებლობებიც გაიზარდა. თუმცა  ამასთან რეგულაციაც გამკაცრდა. სექტორს კაპიტალის გაზრდა მოუწევს. მისოს პორტფელში 100 000 -ზე მეტი მოცულობის სესხები საზედამხედველო კაპიტალის 50% -ს არ უნდა აღემატებოდეს.

ახალი ნორმებით (რომელიც სექტორს სებ-მა გასულ კვირას გააცნო) მ/ო-ს მოუწევს კორპორაციული და საოპერაციო რისკების მართვის გაუმჯობესება. ახალი სტანდარტების დაცვა კი დამატებით რესურსს მოითხოვს და შესაბამისად ხარჯებს ზრდის. ასე რომ,  დაბალანსებამდე მ/ო სასესხო განაკვეთებს ჯერ კიდევ ვერ შეამცირებს. მაგრამ სამომავლოდ, როცა მართვას გააუმჯობესებს; რისკებიდან  მომდინარე ხარჯებს შეამცირებს; მომხმარებელთა და ინვესტორთა უფრო მაღალ ნდობას მოიპოვებს,. გაჩნდება სესხის გაიაფების შესაძლებლობაც.

მანამდე კი როგორც MBC-ის  (მიკრობანკი, ყოფილი მისო) რისკების დირექტორმა ნინო დევდარიანმა საზმაუზე აღნიშნა, „საწყის ეტაპზე რეგულაცია არის დამატებითი ხარჯვითი ნაწილი, მისი ინპლემენტაცია. ორგანიზაციას წინასწარი ხარჯები უფრო მეტი აქვს, ვიდრე ამონაგები“.

მიკროსაფინანსო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ლიმიტის გაზრდით ბიზნესპორფელის გაზრდას ელის, რადგან სალომბარდე და სამომხმარებლო სესხების  უფრო მცირე მოცულობით გაიცამა. ამ დროისთვის ლომბარდი ჭარბობს.

Q1/2025-ისთვის ბაზარზე 29 მისო 1.5 მლრდ  ლარზე  მეტი მოცულობის (791 481 სესხი) საცალო პორტფელით არის წარმოდგენილი, სადაც 1.2 მლრდ  ლარამდე მოცულობის 730 000 -მდე კრედიტი სალომბარდეა. მ/ო სექტორის კვარტალური (Q1/2025) წმინდა მოგება 29.06 მლნ ლარია. 

 TOP-5 / წმ/მოგებით

  Q1/2025    ₾  

რიკო

11 596 953

სვის კაპიტალი

  5.697.420

ევრო კრედიტი

  2.838.415

ლიდერ კრედიტი

  2.007.000

კრედიტსერვის+

  1 072 621

ინტელექსპრესი

  1 046 350

წყარო: სები & BRG 

 TOP-7 / სესხებით

  Q1/2025    ₾  

რიკო

667 974 000

სვის კაპიტალი

249 567 100

ლიდერ კრედიტი

174 000 000

ევრო კრედიტი

  75 769 000

ლაზიკა კაპიტალი

  64 215 000

კრედიტსერვის+

  51 738 600

კრედიტსერვის+

  31 424 300

წყარო: მ/ო & BRG

TOP-5 მ/ო სალომბარდე და მთლიანი საპროცენტო შემოსავლებით:

 

 მლნ ₾

 მლნ ₾

რიკო ექსპრესი

29.06

33.9

სვის კაპიტალი

2.3

19.1

ლიდერ კრედიტი

8.5

10.2

ევრო კრედიტი

6.6

 7.4

კრედიტსერვის+

2.7

  3.6

წყარო: მ/ო / პერიოდიო: Q1/2025