თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტები 1.5 მლნ. მგზავრს მოემსახურა, რაც 8.5%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს — აეროპორტებმა მიიღო 758.9 ათასი მგზავრი (8.8%-ით მეტი), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 778.6 ათასი მგზავრი (8.2%-ით მეტი).
2025 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 95.7% რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.
2025 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 6 ათასი შეადგინა, რაც 1.3%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 7.8 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 93% მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 7% — გაგზავნილი.
2025 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.9 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 3-ჯერ აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. 2025 წლის I კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 120.9 ათასი მგზავრი და გადატანილია 37.2 ათასი ტონა ტვირთი.
ამასთან, აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 7.2%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო გადატანილი ტვირთის მოცულობა 33.3%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.