თბილისი (GBC) - ნათია თურნავამ შვეიცარიაში საბანკო, საფინანსო და ბიზნეს ტექნოლოგიურ ინოვაციებზე გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

„ბლოკჩეინს მიღმა“ შეხვედრაში სებ-ის პრეზიდენტმა ლუგანოში სიტყვით გამოსვლისას საფინანსო სექტორში ინოვაციების ხელშეწყობაზე და ცენტრალური ბანკების როლზე ისაუბრა, ფინტექის განვითარებაში.

ასევე ფინტექ ბიზნესის მოდელების განვითარებაზე და ევრორეგულაციებთან დაახლოების მნიშვნელობაზე.

მოიხმო IFC-სთან პარტნიორობით შექმნილი ტექნიკური სენდბოქსი, რომელიც 16-მა კომპანიამ გამოიყენა. მათ ღია ბანკინგის პროდუქტებზე წვდომის საშუალება სრულად უფასოდ მიეცა.

აღნიშნა გაციფრულებაზე, რაც ცენტრალურ ბანკს უბიძგებს, ფეხი აუწყოს ტექნოლოგიურ ცვლილებებს და მართოს ახალი გამოწვევები.

ნათია თურნავას თქმით, სებ-ი ტექნოლოგიების შესაძლებლობებს ტესტავს, ღია რეგულირების და ტექნოლოგიურად ნეიტრალურ მიდგომას ნერგავს, რაც ხელს შეუწყობს კონკურენციის ზრდას, ინოვაციებისა და მომხმარებელზე მორგებული პროდუქტების განვითარებას.

თურნავა პანელურ დისკუსიაშიც მონაწილეობდა, საერთაშორისო ფინანსური და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად. მიმოიხილეს ციფრულ ბანკების პერსპექტივები.

„ჩვენი მიზანი საქართველოს, როგორც შუა დერეფნისა და უფრო ფართო რეგიონის ქვეყნების წამყვანი ფინტექ ჰაბის წარმოჩენაა", - სებ-ის პრეზიდენტმა სებ-ის ნაბიჯები ჩამოთვალა, ფინანსური ინოვაციებისთვის ხელსაყრელი უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის გადადგმული: მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც წაახალისებს საქმიანობის ახალ სახეებს; ფინტექის განვითარების ეროვნული სტრატეგია, რაც თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს და რაც ქვეყანაში და მის გარეთ ფინანსურ სერვისებში კონკურენციას წაახალისებს.

ლუგანოს ასევე სტუმრობდნენ  მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტებისა და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები და ექსპერტები.