თბილისი (GBC) - სებ-ში საჯარო უწყებების წარმომადგენლებისთვის სების მიერ საგადახდო ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციის მიზნით დაგეგმილი ორი მიმდინარე პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება სების ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ გახსნა. ,მისი თქმით, მყისიერი გადახდების განახლებული სისტემა დააჩქარებს და გაამარტივებს გადახდების პროცესს, რაც მომსახურების ხარისხზეც აისახება.

სისტემა საშუალებას მისცემს მომხმარებელს ნებისმიერ დღეს და დროს გადაიხადოს, რომელსაც მყისიერად მიიღებს მიმღები.

შეხვედრაზე RTGS -ის (დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების  სისტემა) განახლების და  სრულიად ახალი ტიპის - მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვის პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.

საგადახდო სისტემების დეპარტამენტის უფროსმა ნატალია ჭყოიძემ ახალი საგადახდო სისტემების ფუნქციონალი დეტალურად წარმოადგინა. მათი უპირატესობები, როგორც თსახელმწიფო ორგანიზაციებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის.

შეხვედრას ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის, შემოსავლების სამსახურის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, შსს მომსახურების სააგენტოს და დაცვის პოლიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.