თბილისი (GBC) – სერბეთის პრემიერ–მინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა, მასობრივი პროტესტის ფონზე, რომელმაც მთელი ქვეყანა მოიცვა, იუწყება Euronews.
„თანამდებობიდან გადადგომა ჩემი უპირობო გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა ვუჩევიჩმა პრეს–კონფერენციაზე.
მისი თქმით, თანამდებობის დატოვების მიზანი ქვეყანაში დაძაბულობის ჩაცხრობაა: „ყველას მოვუწოდებ, დაიოკონ ვნებები და დაუბრუნდნენ დიალოგს“.
ვუჩევიჩის გადადგომა, დიდი ალბათობით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნას გამოიწვევს. სერბეთის პარლამენტს ახალი მთავრობის დასაკომპლექტებლად 30 დღეს აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოუწევს ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა.
დემონსტრაციები სერბეთში ნოემბრიდან უწყვეტად მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც ახლად გარემონტებულ ვაგზალზე ნოვი–სადე ბეტონის საფარი ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დემონსტრანტები ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს და მომხდარში დამნაშავეთა დასჯას ითხოვენ.