თბილისი (GBC) - საფონდო ბირჟა "სელფი მობაილის" (ბილაინი) ₾64 მლნ-იანი ემისიის დალისტვაზე აცხადებს.
GSE-ს ინფორმაციით (წყარო: ბიზნესპარტნიორია), 3-წლიანი ობლიგაციები ბირჟის A ლისტინგში დაეშვება, სადაც ამ დროისთვის აქციებიდან მხოლოდ საქართველოს ბანკის ფასიანი ქაღალდები ივაჭრება.
ობლიგაციების ემიტენტებში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და კერძო კომპანიების შეთავაზებებია, მათ შორის Georgia Capital-ის, თეგეტას, თიბისის.
მობილური ოპერატორის ფასიან ქაღალდებს მინიჭებული აქვს BB- რეიტინგი, სტაბილური პერსპექტივით. სადებიუტო ემისიაში თანხა კომერციულმა ბანკებმა ჩადეს.
3-წლიანი ფასიანი ქაღალდები (განაკვეთი 13.4%) მიმზიდველად და ნაკლებ რისკიანად მიიჩნია საპენსიო სააგენტომაც. შესაბამისად, მობილურმა ოპერატორმა აღნიშნული სასესხო ინსტრუმენტით საპენსიო დანაზოგებიც მოიზიდა.
ნასესხები 65 მილიონიდან 53 მილიონი საბანკო სესხების ნაწილობრივ რეფინანსირებას მოხმარდა და ემიტენტს ობლიგაციის გარდა, კომერციულ ბანკებთან ბალანსზე ₾20 მლნ-ის ვალდებულებები დარჩა. დანარჩენი 12 მლნ ლარი ახალი კაპიტალური ხარჯებისთვისაა.
სელფი მობაილის 71%-ის მფლობელი შპს „ვოთერთრაილ ინდასტრია, 29%-ის "ინვესტიკო ".
კომპანიამ ბენეფიციარი მესაკუთრეები 2022-ში შეიცვალა. მანამდე "ვოთერთრაილს" და "ინვესტიკოს" "ვიონი" ფლობდა.