თბილისი (GBC) - სებ-ის პრეზიდენტმა ორშაბათს, პარლამენტში სების 2024 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ რეგულატორის გრძელვადიანი პოლიტიკა მიმართულია რეზერვების დაგროვებაზე. წელს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შესყიდვები შარშანდელ წმინდა გაყიდვებს ბევრად აჭარბებს.

სების წლიური ანგარიში მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას.

ნათია თურნავას ინფორმაციით, 2025 წლის აპრილის მონაცემებით,სარეზერვო აქტივები 4.5 მლრდ აშშ დოლარია შეადგენს.

აღნიშნა, რომ სებს წელს დოლარი არ გაუყიდია, "მხოლოდ ვყიდულობთ და 2025 წლის დასაწყისიდან უფრო მეტი ვიყიდეთ, ვიდრე გასულ წელს წმინდა გაყიდვა გვქონდა".

ნათია თურნავას ინფორმაციით,  სები აგრძელებს რეზერვების შესყიდვებს და უახლესი სტატისტიკა მაისის ბოლოს გამოქვეყნდება.

სების პრეზიდენტმა სარეზერვო აქტივების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და საკუთარი გამოსვლის ფარგლებში დაასახელა კონკრეტული რიცხვები, თუ რამდენით გაიზარდა ოქროს ღირებულება ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული ოქროს შეძენიდან.

,,სარეზერვო აქტივების ეფექტური მართვაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სწორედ ამ მიზნით გასულ წელს სებმა სარეზერვო აქტივების დივერსიფიკაცია განახორციელა და 2024 წლის მარტში ეროვნულმა ბანკმა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ოქრო შეიძინა. 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, დაახლოებით 99 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 2024 წლის დეკემბრის შემდეგ  ოქროს ფასი გლობალურად მნიშვნელოვნად გაზრდილია, აპრილის მდგომარეობით ჩვენი ოქროს ღირებულება შეძენის თარიღთან შედარებით 257.7 მილიონით არის გაზრდილი. ეს ფაქტი ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს", - აღნიშნა სების პრეზიდენტმა.