თბილისი (GBC) – „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში დააინიცირეს.
„ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს, რომელიც არსებული ინფორმაციით, აშშ-ში მოქმედი FARA-ს სიტყვასიტყვითი თარგმანია, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები ახლავს თან, რომლის თანახმად სისხლის სამართალს ახალი მუხლი ემატება და მისი დაკანონების შემთხვევაში „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ დარღვევა დაისჯება ჯარიმით ან 5 წლამდე პატიმრობით.
2024 წლის გაზაფხულზე მიღებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მასში ასახული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის ადმინისტრაციულ დაჯარიმებას ითვალისწინებს.