თბილისი (GBC) – ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე X-ზე წერს: "ქართველებისთვის დახმარების აღმოჩენით, ჩვენ ძლიერი ევროკავშირის შენარჩუნებაში წვლილს შევიტანთ".

„მოვუწოდებ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებსა და ევროკომისიას, გაიგონ, რომ ქართველი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის აგრესიული რუსეთის იმპერიის მიმართ ევროპული წინააღმდეგობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“, - წერს რასა იუკნევიჩიენე.

გუშინ, 27 თებერვალს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა X-ზე დაწერა: "შევხვდი რასა იუკნევიჩიენეს, რათა განგვეხილა საქართველოს წინ მიმავალი გზა. წარვუდგინე ახალი არჩევნების გეგმა, რომელიც დემოკრატიულ და გამჭვირვალე პროცესს უზრუნველყოფს. მადლობელი ვარ ახალი არჩევნებისთვის ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმდინარე მხარდაჭერისთვის".