თბილისი (GBC) – საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ახალი არჩევნების გეგმას აქვეყნებს, გეგმის პირველი პუნქტი, არჩევნების პირობების დაწესებაა.
გეგმის მომდევნო პუნქტებია:
2. საარჩევნო კომისიებისა და დამკვირვებლების „ჯარის“ მომზადება
3. საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით ახალი არჩევნების გაყალბებისგან დაცვა
4. პოლიტიკურ ძალებს შორის კოორდინაცია ახალი არჩევნებისთვის
5. ერთიანი საარჩევნო პროგრამა – „ქართული ქარტია“ და მისი პრიორიტეტები: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რუსული კანონის გაუქმება, სამართლიანი სასამართლოს აღდგენა“,- წერია ზურაბიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.