თბილისი (GBC) – საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი X-ზე წერს, რომ "გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა"
"შეჩერდა სტუდენტთა მობილობა, კვლევა და საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის პროგრამებში - საქართველოს მიერ აკადემიური თავისუფლების შეზღუდვისა და ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების გამო“, - წერს პეტერ ფიშერი.
მისი თქმით, ქართველებმა, რომელთაც გერმანული სტიპენდიებით გერმანიის უნივერსიტეტებში უსწავლიათ, ამ დანაკარგის შესახებ კარგად იციან.
„გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თითქმის 1 მილიონი ევროს ოდენობის ამჟამინდელი დაფინანსება უცვლელი რჩება. ასევე, ეს ჯერჯერობით არ ეხება ჩვენს სტიპენდიის პროგრამებს, მათ შორის, DAAD-ის პროგრამას, მაგრამ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობის ყველა ასპექტს სინანულით ადევნებს თვალს და განიხილავს“, - აღნიშნავს საქართველოში გერმანიის ელჩი.
🇩🇪 Minister for Education & Research @BMBF_Bund has frozen upgrade of 🇩🇪🇬🇪 science co-op, incl. student mobility, research & 🇬🇪 in 🇪🇺 programs - due to 🇬🇪 curbs on academic freedom & halt of EU accession. Georgians who attended 🇩🇪 unis - mostly on 🇩🇪 scholarships- know the loss. pic.twitter.com/DxXZiujFxa
— Peter Fischer (@Diplo_Peter) February 26, 2025