თბილისი (GBC) – ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი სომხეთში ჩავიდა. თეირანი უკმაყოფილოა რეგიონში აშშ–ის მიერ „ტრამპის გზის“ შექმნის განზრახვით. თეირანი მისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს რეგიონში აშშ–ის შესაძლო დამკვიდრებას. ამ საკითხებზე პეზეშკიანი ერევანში ისაუბრებს, სადაც ორშაბათს საღამოს ჩავიდა. 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაგჩიმ განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური რუკის შენარჩუნება აუცილებელია. თეირანი რეგიონში საზღვრების ნებისმიერი ცვლილებისა და უცხო ქვეყნის ჯარების განთავსების კატეგორიული წინააღმდეგია.

ირანი თავისი ინტერესების დაცვას მოითხოვს.

სომხეთი ირანს არწმუნებს, რომ ამერიკული ძალები, ასევე კერძო დაცვის კომპანიები აშშ–დან არავითარ შემთხვევაში არ შევლენ სომხეთში ამ გზის, ე.წ. ზანგეზურის დერეფნის გამო.