თბილისი (GBC) - საფრანგეთის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს „მტაცებლად“ მოიხსენიებს. ემანუელ მაკრონის თქმით, 2008 წეელს საქართველოში შემოჭრის შემდეგ პუტინს იშვიათად დაუცავს გაცემული დაპირებები და ძალაუფლების გასაზრდელად საზღვრების ცვლილებას ცდილობს.
„გადარჩენისთვის მან უნდა გააგრძელოს ჭამა, ის მტაცებელი მონსტრია ჩვენს კარიბჭესთან“, – მაკრონმა ფრანგულ მედიასთან ასევე განაცხადა, რომ "რუსეთი გახდა მუდმივი დესტაბილიზაციური ძალა და პოტენციური საფრთხე მრავალი ჩვენგანისთვის“.
მაკრონი მიაჩნია, რომ უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობისთვის საჭიროა ორი სახის უსაფრთხოების გარანტია – ძლიერი უკრაინული არმია და ევროპული ჯარის მხარდაჭერა.
ის წინააღმდეგია უკრაინისთვის ნაჩქარევი სამშვიდობო შეთანხმების, საიმედო უსაფრთხოების გარანტიების გარეშე. "წინააღმდეგ შემთხვევაში საწყის წერტილს დავუბრუნდებით“, – აღნიშნა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში თქვა, რომ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე შეთანხმების შემთხვევაში რუსეთი თავის სიტყვას არასდროს შეასრულებს.
„ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს უსაფრთხოების გარანტიების არარსებობა. ეს იყო საქართველო 2008 წელს, ეს იყო ყირიმი 2014 წელს. აბსოლუტურად ცხადია, რომ რუსეთი არასდროს დაიცავს ნაკისრ ვალდებულებებს. ჩვენთვის ეს კრიტიკულია და ეს არის ნებისმიერი შეთანხმების არსებითი ნაწილი უკრაინისთვის და ევროპელებისთვის. ეს ჩვენს უსაფრთხოებასაც ეხება“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.