თბილისი (GBC) – საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი X-ზე წერს: "სოლიდარობა სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ. ორ დღეში მეორე თავდასხმა მგზავრებზე მოფრენის დარბაზში". 

ელჩი თბილისის აეროპორტის ოპერატორ TAV georgia-ს მიმართავს შეკითხვით, არის თუ არა თბილისის აეროპორტი უსაფრთხო. „ეს ადგილი უსაფრთხოა? იქნება შედეგები?“

ინფორმაციისთვის, ექსპრემიერ გიორგი გახარიას შემდეგ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას დაუდგენელმა პირებმა კვერცხები სალომე ზურაბიშვილსაც დაუშინეს.