თბილისი (GBC) - ოკუპირებულ აფხაზეთში „უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხის“ რეჟიმი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რეგიონის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ოკუპირებული რეგიონის ე.წ. „უწყებაში“ აცხადებენ, საჰაერო თავდაცვის ძალები და შეიარაღებული ძალების მორიგე ქვედანაყოფები საჰაერო სივრცეს სრულად აკონტროლებენ.

შესაძლო უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, დე ფაქტო სამინისტრომ ადგილობრივ მოქალაქეებს უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდა.