თბილისი (GBC) - შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას სულხან თამაზაშვილი დაიკავებს.

ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე  განაცხადა, რომ თამაზაშვილის შემცვლელი,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი დასახელდება უახლოეს დღეებში, პრეზიდენტთან (რეზიდენტს 2 დღე არ ეცლება ყაზახეთში მიდის ეკოლოგიურ სამიტზე) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციებით.

პარლამენტს შს მინისტრის გეკა გელაძის კანდიდატურა წარედგინა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად.

ჩინაწეული მამუკა მდინარაძე კი გახდება სახელმწიფო მინისტრი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში.

მთავრობის სტრუქტურაში დამატებულ ახალ პოსტზე წარდგენილ სუს-ის უკვე ყოფილი უფროსი შეითავსებს ვიცე-პრემიერის მოვალეობასაც. პრემიერის თქმით, ცვლილება მდინარაძის დაბრუნებას ემსახურება, პოლიტიკურ საქმიანობაში.

III ვიცე-პრემიერობა დაეკისრება საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს.