თბილისი (GBC) - საქსტატის ინფორმაციით, აგვისტოში სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებულმა ინდექსმა, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით -0.1% შეადგინა.
ფასების ინდექსის ცვლილება სასაქონლო ჯგუფების მიხედვით შემდეგია:
სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი: 0.2%;
ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო: 5.8%;
ტანსაცმელი,ფეხსაცმელი: -1.1%;
საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სხვა: 3.8%;
ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა: -0.2%;
ჯანდაცვა: -7.6%;
ტრანსპორტი: -8.7%;
კავშირგაბმულობა: -2.4%;
დასვენება,გართობა,კულტურა: 0%;
განათლება : 7.0%;
სასტუმრო,კაფე და რესტორანი: 3.7%;
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: 9.7%.
შეგახსენებთ, ფასების “ჰარმონიზებული ინდექსით” დათვლას საქსტატი 2022 წლიდან ახორციელებს და იგი მოიცავს, როგორც საქართველოს რეზიდენტი, ასევე არარეზიდენტის (ტურისტის) დანახარჯებს.