თბილისი (GBC) - საქსტატის ინფორმაციით, დეკემბერში სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებულმა ინდექსმა, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 9.5% შეადგინა.

სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი – 15.6%;

ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო - 9.5%;

ტანსაცმელი,ფეხსაცმელი –  -0.4%;

საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და  სხვა – 14.4%;

ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა – 9.3%;

ჯანდაცვა –  -4.7%;

ტრანსპორტი – 4.9%;

კავშირგაბმულობა – -0.2%;

დასვენება,გართობა,კულტურა – 4.2%;

განათლება – 6.8%;

სასტუმრო,კაფე და რესტორანი – 13.6%;

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 10.5%.

 

ფასების “ჰარმონიზებული ინდექსით”  დათვლას საქსტატი 2022 წლიდან ახორციელებს და იგი მოიცავს, როგორც საქართველოს რეზიდენტი, ასევე არარეზიდენტის (ტურისტის) დანახარჯებს.