თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემების მიხედვით, იანვარ-ივლისში ევროკავშირის ქვეყნებთან, საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ $2.5 მლრდ შეადგინა. ეს მაჩვენებელი 20%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე (2022 იან-ივლ: $2.1 მლრდ).

ბრუნვის ზრდის მიუხედავად, საანგარიშო პერიოდში  7.6%-ით $448.6 მლნ-მდე შემცირდა ექსპორტი ($485.3მლნ).

ექსპორტისგან განსხვავებით იმპორტი 28.3%-ით 2 მლრდ-მდე გაიზარდა ($1.6მლრდ).

გთავაზობთ უმსხვილეს პროდუქციის ჩამონათვალს, რითაც მიმდინარე წლის 8 თვეში ევროკავშირის ქვეყნებთან ვივაჭრეთ.

ექსპორტი:

სპილენძის მადნები და კონცენტრანტები - $203.8 მლნ-ის 93.4 ათასი ტონა.

სასუქები (მინერალური,ქიმიური,აზოტოვანი) - $29.5 მლნ-ის 72 ათასი ტონა.

სპირტიანი სასმელები - $22.6 მლნ-ის 9 ათასი ტონა.

(სპილენძის მადნები ევროკავშირში ექსპორტის თითქმის 46%-ს შეადგენს).

იმპორტი:

მსუბუქი ავტომობილები - $244.9 მლნ-ის 14 760 ერთეული.

სამკურნალო საშუალებები - $136.5 მლნ-ის 2.1 ათასი ტონა.

ნავთობი და ნავთ. პროდუქტები - $126.1 მლნ-ის 126.3 ათასი ტონა.