თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის III კვარტალში, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 3.6 მლნ. ტონა ტვირთი, რაც 0.7%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. აღნიშნული მოცულობის 10.1% მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 30.5% — საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 59.4% — ტრანზიტზე.
2024 წლის III კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 76.9% მოდის ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე, 23.1% კი — ქვეყნიდან გატანილზე.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია საერთაშორისო გადაზიდვების რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის სტრუქტურა კვარტალების მიხედვით:
2024 წლის III კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 37%-ის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 30.8%-ს გამომგზავნს — აზერბაიჯანი, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10%-ზე ნაკლები იყო (ჯამურად 32.2%).
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის III კვარტალში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 13.5%-ს დანიშნულების ქვეყანას ყაზახეთი წარმოადგენდა, 10.4%-ს — რუსეთის ფედერაცია, 10.3%-ს — სომხეთი, თითოეული დანარჩენი ტვირთის მიმღები ქვეყნების წილი კი 10-10%-ზე ნაკლები იყო (ჯამურად 65.8%).
2024 წლის III კვარტალში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის განაწილება დანიშნულების ქვეყანის მიხედვით შემდეგნაირი იყო: 14.4% — ნიდერლანდები, 7.7% — თურქეთი, 4.9% — აშშ, 3.8% — უკრაინა, 3.3% — იტალია, 2.6% — ჩინეთი, 2.5% — რუმინეთი, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.
ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 10.1%-ს გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 3.8 პროცენტისას — რუსეთის ფედერაცია, 3.1 პროცენტისას — ჩინეთი, 2.1 პროცენტისას — თურქეთი, 1.5 პროცენტისას — საბერძნეთი, 1.3 პროცენტისას — აშშ, 1.1 პროცენტისას — რუმინეთი, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა. საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 40.6% მოდიოდა კოქსისა და რაფინირებული ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, 16.6% — ქიმიკატების, ქიმიური პროდუქტების და ხელოვნური ბოჭკოების; რეზინის და პლასტმასის პროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 14.2% — ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე.
საქსტატის მტკიცებით, 2024 წლის III კვარტალში სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილება განსხვავებული იყო ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში და 60.6% ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე მოდიოდა, 20.7% ეჭირა კოქსსა და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებს, ხოლო 8.1% — სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტების სასაქონლო ჯგუფს. რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, საანგარიშო პერიოდში რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (45.7%), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (20.5%), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (13.1%), ძირითადი ლითონები (6.9%) და საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (3.6%); ხოლო გატანილია ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (37.4%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (27.7%), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (13%) და ძირითადი ლითონები (9.5%).
2024 წლის III კვარტალში ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 84.3% სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა, კერძოდ: კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (46.6%), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (22.7%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (15.1%).
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია საქართველოში რკინიგზით გადატანილი ტვირთების სტრუქტურა 2024 წლის III კვარტალში:
2024 წლის III კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 676.1 ათასი მგზავრი, რაც 8.2%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 327.0 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 46%-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
2024 წლის III კვარტალში ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 658.9 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 97.4%-ს შეადგენს და 8.2%-ით ჩამორჩება 2023 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ამასთან, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 17.3 ათასი მგზავრი, რაც 11.4%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 79.2% შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 20.8% (2024 წლის III კვარტალში სხვა მოსაზღვრე ქვეყნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა).