თბილისი (GBC) - საქსტატის სტატისტიკური მონაცემებით, ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.9%-ით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში ფასების 0.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე.
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 3.7%-ით გაიზარდა. სამთო მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე ფასები 9.8%-ით გაიზარდა, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე 2.4%-ით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე 6.3%-ით, ხოლო წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე დაფიქსირდა ფასების 9.2%-იანი ზრდა.