თბილისი (GBC) - webometrics-ის მსოფლიო უნივერსიტეტების უახლესი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც, სამხრეთ კავკასიის სეგმენტში პირველ სამეულს კვლავ ქართული უნივერსიტეტები იკავებენ (თსუ, ილიაუნი და სტუ). საუკეთესო ათეულშიც, 5 უნივერსიტეტი ქართულია. საქართველოს უნივერსიტეტი (UG) 800 ადგილით დაწინაურდა და კვლავ საუკეთესო კერძო უნივერსიტეტია რეგიონში. თსუ-ს, სტუ-ს და თსსუ-ს  (ილიაუნის და საქართველოს უნივერსიტეტის გარდა) რეგრესი ჰქონდათ წინა რეიტინგთან შედარებით.

ვრცლად იხილეთ ცხრილში: