თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წელის პირველ კვარტალში, საქართველოში $11,9 მლნ-ის ღირებულების პურ-ფუნთუშეული შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ($19,7 მლნ) $7,8 მლნ-ით ნაკლებია. აღნიშნული პროდუქციის იმპორტი საანგარიშო პერიოდში 39.5%-ით არის შემცირებული.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში ჯამში $92,8 მლნ–ის პურ-ფუნთუშეული შემოვიდა.
2024 წლის პურ-ფუნთუშეული საიმპორტო TOP5 ქვეყანაა:
- რუსეთი - $25,75 მლნ
- თურქეთი - $16.75 მლნ
- უკრაინა - $12.52 მლნ
- ბულგარეთი - $6,84 მლნ
- პოლონეთი - $6.2 მლნ
პურ-ფუნთუშეულის ექსპორტს რაც შეეხება, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან სულ $962 ათასის პროდუქცია გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ($1,43მლნ) $471.8 ათასით ნაკლებია. აღნიშნული პროდუქტის ექსპორტი საანგარიშო პერიოდში 32.8%-ით შემცირდა.
2024 წელს, საქართველოდან ექსპორტზე $6,34 მლნ-ის პურ-ფუნთუშეული გავიდა
2024 წელს პურ-ფუნთუშეულის საექსპორტო TOP5 ქვეყანაა:
- სომხეთი - $2.88 მლნ
- აზერბაიჯანი - $2.41 მლნ
- უზბეკეთი - $250 ათასი
- თურქეთი - $202 ათასი
- ისრაელი - $200 ათასი