თბილისი (GBC) – 2022 წელს საქართველოში $8 მლნ-ის 1 მლნ კგ თევზი შემოვიდა (ახალი ან გაცივებული), რაც 60%-ით მეტია წინა წელზე (2021 – $5 მლნ).

გასულ წელს თევზის იმპორტის 97% 2 ქვეყნიდან განხორციელდა. ესენია თურქეთი და ნორვეგია.

თურქეთიდან $3.9 მლნ-ს 650.5 ათასი კილოგრამი თევზი იმპორტირდა (1 კგ საშუალოდ 6 დოლარი).

ნორვეგიიდან თევზის იმპორტმა $3.8 მლნ-ს 344 ათასი კგ შეადგინა (1 კგ საშუალოდ 11 დოლარი).