თბილისი (GBC) - საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს საწარმოთა 94.9%-ს ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან. ამასთან, საწარმოთა 74.7% ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად იყენებდა ფიქსირებული კავშირის ისეთ საშუალებებს, როგორიცაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH), საკაბელო ტექნოლოგიები, DSL კავშირი (ADSL, SDSL, VDSL) და ა.შ.

2025 წელს საწარმოებში დასაქმებულთა 35.5% იყენებდა საწარმოს კუთვნილ პორტატულ კომპიუტერს ან სმარტფონს, რომელიც უზრუნველყოფდა ინტერნეტთან კავშირს (მხოლოდ საწარმოს მიზნებისთვის), ხოლო იმ საწარმოთა პროცენტულმა წილმა, რომლებიც იყენებდნენ ვებგვერდს ან ვებსაიტს, 15.3% შეადგინა.

სამიზნე საწარმოთა ვებგვერდებს ან ვებსაიტებს გააჩნდათ შემდეგი ტიპის შესაძლებლობები/საშუალებები:

საწარმოების 25.8% იყენებდა სოციალური მედიის სულ მცირე ერთ საშუალებას (მაგ: Facebook, LinkedIn, X (Twitter), Instagram, YouTube, Snapchat, Pinterest და ა.შ.), ხოლო საწარმოთა 74.2% საერთოდ არ იყენებდა სოციალური მედიას.