თბილისი (GBC) – 2023 წელს, ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, 6,598 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12.4%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 59%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2023 წელს, ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, 11,077 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვების, შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.6%-ით ნაკლები, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 33.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ამავე პერიოდში, 9,949 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაციის, მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.3%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 35.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
უშუალოდ დეკემბერში კი ვაკანსიების რაოდენობამ Jobs.ge-ზე 5,227 ერთეული შეადგინა, რაც სექტემბერთან შედარებით, 35.5%-ითაა შემცირებული, მათ შორის კლებამ TOP 5 მოთხოვნად სფეროში კი 25-40%-ის ფარგლებში შეადგინა.
სფერო |
2023-ის სექტემბერში გამოცხადებული ვაკანსიები |
2023 წლის დეკემბერში გამოცხადებული ვაკანსიები |
ცვლილება |
გაყიდვები / შესყიდვები |
2,157 |
1294 |
-40% |
ადმინისტრაცია / მენეჯმენტი |
1,911 |
1227 |
-35.8% |
ფინანსები / სტატისტიკა |
1,456 |
980 |
-32.7% |
ლოჯისტიკა, ტრანსპორტი, დისტრიბუცია |
1,295 |
791 |
-39.9% |
ინფორმაციული ტექნოლოგიები, პროგრამირება |
271 |
206 |
-24% |
სხვა |
3,065 |
1944 |
-36.6% |