თბილისი (GBC) - აჭარტა პირველ სალაშქრო ფესტივალს უმასპინძლებს, 23-28 ივლისს. ფესტივალის 100-მდე მონაწილე აჭარის ალპურ ზონაში, 45 კმ-იანი მარშრუტს დალაშქრავს.

„ზღვიდან მთამდე“ ფესტივალის მარშრუტი ჩირუხის მთიდან დაიწყება და ალპურ ბოტანიკურ ბაღში დასრულდება. ფესტივალს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციისთვის ატარებს.

ტურისტული ბილიკები მოიცავს ალპურ ზონას, ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობას, მ.შ. შრატიანის და შუამთის ტბები, ხიხანის ციხე, ალპური ბაღი, მწვანე ტბა, ასევე სხვადასხვა შემეცნებით და ინტერაქტიულ აქტივობებს, კულინარიული მასტერკლასებსა და შეჯიბრებებს.

მონაწილეებისთვის რეგისტრაცია 1 ივლისიდან არის შესაძლებელია. ფესტივალის გვერდზე აქვეა განთავსებული ინფორმაცია პროგრამის და დასალაშქრი მარშრუტის შესახებ.

სალაშქრო ფესტივალში მონაწილეობა უფასოა.