თბილისი (GBC) - უკრაინა-საქართველოს მატჩის ბილეთების გაყიდვა TKT.GE-ზე, დღეს, 18 სექტემბერს, 12:00 საათზე დაიწყება. მატჩი კი პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაიმართება.

"ბილეთის ფასი 32 ლარი (45 პოლონური ზლოტი) იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თითოეულმა მომხმარებელმა უნდა მიუთითოს პასპორტის ნომერი/პირადი ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია (მობილურის ნომერი და ელფოსტა). თქვენს მიერ განკუთვნილ ბილეთს მატჩის დაწყებამდე 3 დღით ადრე მითითებული ელფოსტის საშუალებით მიიღებთ", - წერს ეროვნული ნაკრები.