თბილისი (GBC) - 2023 წელს ჩინეთის ღვინის იმპორტის ღირებულება, 2022 წელთან შედარებით, $275 მლნ-ით (-19%) შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაცია (AAWE) ავრცელებს, რომლის თანახმა ჩინეთში ღვინის მთავარი იმპორტიორები ჩილე (-$103 მლნ–ით შემცირდა) და საფრანგეთი (-$102 მლნ–ით შემცირდა) არიან. საქართველო კი ჩინეთის ღვინის მთავარ იმპორტიორებში მე-10 ადგილს იკავებს. 

2022 წელს საქართველოდან ჩინეთში $15.02 მლნ-ის ღვინო გავიდა, 2023 წელს კი $11.69 მლნ-ის, რამაც საანგარიშო პერიოდში 22.2%-ით კლება აჩვენა. 

საქსტატის მონაცემებით, 2Q2024-ში საქართველოდან ჩინეთში ჯამში $2 298 020 მლნ-ის ღვინო გავიდა, 2023 წელის ანალოგიურ პერიოდში კი $3 431 910 მლნ-ის. შედარებისთვის, აღნიშნული პროდუქტის ღირებულება $1 133 890 მლნ-ით, პროცენტულად კი 33%-ით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ, 2024 წელს საქართველოდან ჩინეთში სულ 679,090.05 ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, 2023 წელს კი 996,624.76 ლიტრის, რაც იმას ნიშნავს, რომ 2024 წელს ჩინეთში ექსპორტირებული 1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო ფასი $3.38 ხოლო, 2023 წელს - $3.44 იყო.

თიბისი კაპიტალის 2024 წლის აგვისტოს კვლევის თანახმად, ჩინეთში ღვინის მოხმარება მცირდება და ეს საქართველოდან ექსპორტზეც აისახება. მათივე თქმით, 2023 წელს ჩინეთში ღვინის მოხმარება წლიურად 24.7%-ით შემცირდა.

ამასთან, ჩინეთის ბაზრის შემცირებას პოლონეთის ბაზრის ზრდა აკომპენსირებს (2024 წლის 5 თვეში პოლონეთში ქართული ღვინის ექსპორტი 19%-ით გაიზარდა).

თიბისი კაპიტალის კვლევის თანახმად, ჩინეთში წითელი ღვინო დომინანტია. მასზე ჯამური მოხმარების 95% მოდის.