თბილისი (GBC) - 1Q25-ში საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში $1.4 მლნ-ის ღირებულების ღვინო გავიდა, რითაც საქართველომ აშშ-ის ღვინის უმსხვილეს მიმწოდებლებს შორის მე-19 პოზიცია დაიკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაცია (AAWE) ავრცელებს.
შტატებისთვის ღვინის მთავარი მიმწოდებელი ტრადიციულად საფრანგეთია. 1Q25-ში საფრანგეთიდან აშშ-ში $761.6 მლნ-ის ღვინო შეიტანეს.
მეორე ადგილზეა იტალია ($578 მლნ), მესამე ადგილზე ახალი ზელანდია ($130.7 მლნ).
AAWE-ის ინფორმაციით, აშშ-ისთვის ღვინის მიმწოდებელთა ოცეულში ისრაელი (მე-11 პოზიციაზეა $13.1 მლნ-ით) და მოლდოვაც (მე-12 პოზიციაზეა $8.3 მლნ-ით) მოხვდა.
2 აპრილს, აშშ-მა მასშტაბური სავაჭრო ტარიფები გამოაცხადა. 10%-იანი ტარიფები შეეხო საქართველოს საექსპორტო პროდუქციის ნაწილს, მათ შორის ღვინოსაც, რომელიც ძალაში 2025 წლის 5 აპრილიდან შევიდა.
ცნობისთვის, აშშ-ში 2024 წელს საქართველოდან 141 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქცია შევიდა, მათ შორის, ღვინის ექსპორტმა $7.1 მლნ შეადგინა.