თბილისი (GBC) - 2024 წლის იანვარ-სექტემბერში booking.com-ზე აზერბაიჯანის ყველა კატეგორიის სასტუმროებში ერთი ღამის ფასი უფრო დაბალი იყო, ვიდრე საქართველოსა და თურქეთში. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის ტურიზმის სააგენტო ავრცელებს

საქართველოში სასტუმროებში საშუალო ფასი იანვარში 251.41 ლარი იყო (2023–ის იანვართან შედარებით 34,7%-ით მეტი), თებერვალში - 199.23 ლარი (21,5%-ით მეტი), მარტში - 175.51 ლარი (0,1%-ით ნაკლები), აპრილში - 222.95 ლარი (9,2%-ით ნაკლები). მაისში - 209.03 ლარი (მონაცემების გარეშე), ივნისში - 191.96 ლარი (46,7%-ით ნაკლები), ივლისში - 190.38 ლარი (50%-ით ნაკლები), აგვისტოში - 211.88 ლარი (26,2%-ით ნაკლები), სექტემბერში - 208.24 ლარი (10,8%-ით ნაკლები).

სტამბოლში სასტუმროების საშუალო ფასი იანვარში - 3,134.19 ლირა, ანუ, 252.20 ლარი იყო (2023–ის იანვართან შედარებით 2,8%-ით ნაკლები), თებერვალში - 2,566.26 ლირა, ანუ, 206.50 ლარი (14,5%-ით მეტი), მარტში - 2,715.64 ლირა – 218.52 ლარი  (15,7%-ით ნაკლები), აპრილში - 3,552.75 ლირა, 285.88 ლარი (0,5%-ით მეტი), მაისში - 3,796.45 ლირა, ანუ, 305.49 ლარი (მონაცემების გარეშე), ივნისში - 3,285.56 ლირა, ანუ, 264.38 ლარი (18,6%-ით ნაკლები), ივლისში - 3,147.98 ლირა, 253.31 ლარი, აგვისტოში - 3,226.53 ლირა, 259.63 ლარი (10,3%-ით ნაკლები), სექტემბერში - 3,203.04 ლირა, ანუ, 257.74 ლარი (6,9%-ით ნაკლები).

აზერბაიჯანის სასტუმროებში საშუალო ფასმა იანვარში 87,5 მანეთი (138.35 ლარი) შეადგინა, რაც 7,3%-ით მეტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. თებერვალში - 102,6 მანეთი, ანუ, 162.23 ლარი ღირდა, (29,3%-ით მეტი), მარტში აზერბაიჯანის სასტუმროებში საშუალო ფასმა - 134,3 მანეთი შეადგინა, ანუ, 212.36 ლარი (43,3%-ით მეტი), აპრილში. - 131,7 მანეთი, ანუ, 208.24 ლარი (37,7%-ით მეტი), მაისში - 131,75 მანეთი, ანუ, 208.32 ლარი (მონაცემების გარეშე), ივნისში - 138,75 მანეთი, ანუ, 219.39 ლარი (4,5%-ით ნაკლები), ივლისში - 136,75 მანეთი, ანუ, 216.23 ლარი (8,4%-ით ნაკლები), აგვისტოში - 118 მანეთი, ანუ, 186.58 ლარი (48,5%-ით ნაკლები).  სექტემბერში აზერბაიჯანის სასტუმროებში საშუალო ფასმა - 126,8 მანეთი შეადგინა, ანუ, 200.50 ლარი (1,2%-ით ნაკლები).