თბილისი (GBC) - 2023 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ $4.1 მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღო. 2022 წელთან შედარებით 17%-ით მეტი. ტურიზმიდან წლევანდელი სავალუტო შემოდინებები კი პანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებელს 24%-ით აღემატება.
სების ინფორმაციით, 2019 წლის მონაცემი 106%-ით აღდგა 2022 წელს და მას შემდეგ აღმავალი ტრენდი ნარჩუნდება.
შემოსავლების 13.4% - $550 მლნ-მდე ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. წლის ჭრილში რუსეთის წილი კვლავ მაღალია - 22.8%, თუმცა ბოლო კვარტალში შემცირებულია 19.6%-მდე.
მნიშვნელოვნად შემცირებულია საუდის არაბეთიდან შემოსული ვიზიტორების დანახარჯები. IV კვარტალში შეადგენს 11.8 მლნ აშშ დოლარს. III/2023 -ში კი $67 მილიონს აღწევდა.
კლებაა ასევე ისრაელიდან. IV კვარტალში შეადგენს $50 მილიონს (III/2023 - $110 მლნ).
|
I კვ. |
II კვ. |
III კვ. |
IV კვ. |
სულ |
2019 |
578,4 |
877,6 |
1.126,8 |
685,8 |
3.268,7 |
2020 |
427,7 |
28,8 |
42,5 |
42,6 |
541,7 |
2021 |
53,6 |
246,1 |
566,0 |
379,3 |
1.244,9 |
2022 |
393,7 |
748,8 |
1 374,7 |
999,5 |
3 516,6 |
2023 |
795,4 |
1.009,1 |
1.447,1 |
873,7 |
4 125,3 |
(ბიზნესპარტნიორი)