თბილისი (GBC) – აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა ოთხშაბათის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7,25%–ზე დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგულატორი ავრცელებს.

საპროცენტო დერეფნის ქვედა და ზედა ზღვარიც არ შეცვლილა: ქვედა 6,25%–ზე, ხოლო ზედა ზღვარი – 8,25%–ზე შენარჩუნდა. 

რეფინანსირების განაკვეთის მოცულობაზე შემდეგ გადაწყვეტილებას აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი 11 ივნისს გამოაცხადებს.