თბილისი (GBC) – აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ოთხშაბათს დილით დააფიქსირა თავისი ხმა მუნიციპალურ არჩევნებზე, რომელიც ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო. 

ქვეყნის 685 მუნიციპალიტეტში 8 071 წევრი უნდა აირჩიონ. საარჩევნო ოლქების რაოდენობა 118 ერთეულს შეადგენს.

მუნიციპალურ არჩევნებზე 5 846 უბანია გახსნილი, საიდანაც 5 734 მუდმივია, 112 – დროებითი.

აზერბაიჯანში ხმის უფლება 5 961 987 მოქალაქეს აქვს.