თბილისი (GBC) - თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუხამედოვმა კანონს მოაწერა ხელი, რომელიც მისი მამის, თურქმენი ხალხის ეროვნული ლიდერის გურბანგული ბერდიმუხამედოვისა და მისი ოჯახის წევრების ხელშეუხებლობას აკანონებს. ხელშეუხებელი ხდება ასევე მათი საკუთრება და ქონება.

ექს–პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუხამედოვისთვის ხელშეუხებლობის სტატუსის მისანიჭებლად თურქმენეთის პარლამენტი 21 იანვარს შეიკრიბა.

ექს–პრეზიდენტს და ახლა უკვე თურქმენი ხალხის ეროვნულ ლიდერს უფლება აქვს მიმართოს მოსახლეობას ქვეყნის მოწყობის, საშინაო და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე სოციალურ–ეკონომიკურ ასპექტებზე, გამოვიდეს ინიციატივებით, რომლებიც შემდეგ აუცილებლად უნდა განიხილონ შესაბამისმა უწყებებმა და თანამდებობის პირებმა.

გურბანგული ბერდიმუხამედოვმა თავისი შვილი სერდარი თურქმენეთის პრეზიდენტად 2021 წლის თებერვალში დანიშნა.