თბილისი (GBC) – ყატარის სახელმწიფო კომპანიამ QatarEnergy და ჩინურმა Sinopec გათხევადებული ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე კონტრაქტი 27 წლის ვადით გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ორშაბათს, 21 ნოემბერს ავრცელებს.

ჩინეთი 4 მლნ ტონა გათხევადებულ გაზს ყატარის პროექტიდან North Field East მიიღებს, რომელიც გაზის ერთ–ერთი უდიდესი საბადოა მსოფლიოში. საბადოში წილი ირანსაც ეკუთვნის.